სიახლეები
სიახლეები

როდის ამოქმედდება და რას ნიშნავს ციფრული უნივერსიტეტი?
09-01-2022
-
+


2022 წელს მსჯავრდებული სტუიდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტიდაარსდება. ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გახდა, როდესაც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მაშინ იუსტიციის მინისტრმა განაცხდა, რომ ციფრული უნივერსიტეტი ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ვადამ გადაიწია.

დეკემბერში, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მისულმა რატი ბრეგაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად განხორციელებული რეფორმების შესახებ განცხადება გააკეთა.

„უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, პროექტი მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება დისტანციური სწავლების მეთოდით და დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ეს დიდწილად მსჯავრდებულის მიერ სათანადო გააზრებითა და ცოდნით მიიღწევა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულ სტუდენტებს ინდივიდუალურად მეცადინეობის შესაძლებლობას მისცემს. მათ შეეძლებათ, დაესწრონ ონლაინ ლექციებს და ჰქონდეთ ინტერაქტიული კომუნიკაცია ლექტორებთან.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება