სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„საქართველოში izrune.ge-ს მსგავსი პროექტი ცოტაა, განსხვავებულია და საინტერესო“- ნანა ბერიძე
04-01-2022
-
+


წარმატებისკენ ბიძგი, მოტივაციის ამაღლება, წახალისება, საკუთარი მიღწევების სხვებისთვის გაზიარების უნარი - სწორედ ეს არის izrune.ge-ს დანიშნულება და მისია. მისი მნიშვნელობა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით იზრდება, რადგან  სასწავლო პროცესი ყველაფრის მიუხედავად მაინც გარკვეული შეფერხებებითა და წყვეტით მიმდინარეობს, მოსწავლეებს კი ხშირად დისტანციურად სწავლა უწევთ. მოსწავლეთა განვითარება კი დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ, ერთად მიაღწიონ წარმატებას, გაახარონ სკოლა, მშობლები და მთლიანად რეგიონი. ასეთ მასწავლებლებს კარგად აქვთ გააზრებული განათლების მნიშვნელობა, ადრეული ასაკიდანვე გამარჯვების და შრომის უნარს უყალიბებენ თავიანთ მოსწავლეებს.

სწორედ ასეთი პედაგოგია ნანა ბერიძე, რომელსაც izrune.ge-ში ერთდროულად ორი სადამრიგებლო ბათუმის N3 საჯარო სკოლის Iზ და ბათუმის N22 საჯარო სკოლის Iდ კლასი ჰყავს ჩართული. ორივე კლასი ჩართულია „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი ბათუმიდან“ პროექტში. იმის მიუხდავდ, რომ მოსწავლეები ჯერ მხოლოდ პირველკლასელები არიან, თავიანთი მასწავლებლის მონდომებითა და შრომით შემაჯემებლ ტესტებში მაღალი ქულებიც მიიღეს და შემდგომ ეტაპზე კიდევ უფრო მეტ წარმატებას ელიან. 

- აქტიურად ხართ ჩართული izrune.ge-ში, ამის დასტურია რომ ერთდროულად ორი პირველი კლასი გყავთ პროექტში, ასევე ჩართული ხართ „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი ბათუმიდან“ პროექტში. რატომ გადაწყვიტეთ რომ ამ პროექტებში ჩაგერთოთ მოსწავლეები და როდის დაიწყო თქვენი და izrune.ge-ს ურთიერთობა? 

- ზაფხულში დამირეკეს და მითხრეს, რომ გავხდი ერთ-ერთი საუკეთესო დამრიგებელი, ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. იქამდე არ მყავდა მოსწავლეები izrune.ge-ში ჩართული. მანამდე პანდემიის დროს გაკვეთილებს ვწერდი ხოლმე, რაღაც განსხვავებული სტილი მინდოდა მიმეწოდებინა ბავშვებისთვის, რადგან სახლში ვიყავით ჩაკეტილი და აქედან დაიწყო ჩემი და მოსწავლეების თბილი ურთიერთობა. ახლა ორი პირველი კლასი მყავს ჩართული და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, შესაბამისად მაღალ ქულებსაც ვიღებთ ტესტებში. 



- რა ნიშნით გამოარჩევთ izrune.ge-ს სხვა პროექტებისგან?

- პირველ რიგში იმიტომ მომწონს, რომ მშობლების ჩართულობა მეტია. ჩემი აზრით სასკოლო ცხოვრებას დღეს სწორედ ეს - ბავშვების სწავლა-განათლებაში მშობლების ჩართულობა აკლია. მშობლებთან რომ ვსაუბრობ, მეუბნებიან, რომ  ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული, უხარიათ ბავშვების წარმატება. სასკოლო გარემო მაინც ერთგვარი რუტინაა და ეს პროექტი კი -  izrune.ge, განსხვავებული ფორმატისაა და მისასალმებელია ძალიან.

- როგორ ახარეხებთ, რომ პირველკლასელები გყავდეთ ისე მოტივირებული და მომზადებული, რომ ასეთ კარგ შედეგებს და მაღალ ქულებს მიაღწიოთ?

- რა თქმა უნდა, რთულია და შრომატევადი, მაგრამ ამას ყველაფერს მათი მიღწევები მავიწყებს.  ასობგერები, კითხვა და წერა სრულყოფილად ამ ბავშვებმა ჯერ არ იციან. ჩვენი გაკვეთილი ყოველთვის იწყება მოთხრობის წაკითხვით, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ კითხვას, წიგნიერებას, თქვენი პროექტიც ხომ ამას ემსახურება. არ არსებობს დღე რომ არ წავუკითხო რაიმე მოთხრობა, რათა თავიანთი აზრი გამოთქვან დააფიქსირონ, ძალიან ბევრი საკითხი წამოიჭრება კითხვის დროს, ბევრი რამის შესახებ ვესაუბრები ბავშვებს.

- წარმატებების შესახებ რომ იგებთ, როგორია ემოცია რასაც თქვენ და მოსწავლეები გრძნობთ?

- ბავშვების ემოცია განსაკუთრებულია, რადგან ესენი პატარები არიან და უფრო უხარიათ ყველაფერი. ჯერ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ბავშვებმა ბაღში  ძალიან ცოტა ხანი გაატარეს, როდესაც უნდა ესწავლათ რაღაც უნარები შეეძინათ, მაშინ უკვე ამ პანდემიამ ამის საშუალება არ მისცა ბავშვებს და ყველაფერი უხარიათ. რომ ვუყურებ, სულ ვფიქრობ - რა მივაწოდო, რა ვქნა. ყველაზე კარგი წლები ურთიერთობისა გამოტოვეს ამ ბავშვებმა, ურთიერთობის ნაკლებობა აქვთ და კომუნიკაციის. როდესაც შედეგებს ვგებულობთ, რა თქმა უნდა ვესალმები, კლასის წინაშე ვულოცავ და ბედნიერები არია ამით.

- რა მისცა თქვენს მოსწავლეებს izrune.ge-ში ჩართვამ?

- პირველ რიგში ტესტი რომ დაურიგდებათ, ბავშვებს უკვე აღარ ეშინიათ, ეს მათთვის უცხო არ არის. პატარები არიან და წარმოიდგინეთ მათ რამდენი დრო სჭირდებათ რომ ჩვენ ვასწავლოთ ტესტზე მუშაობა, რას ნიშნავს არჩევითი პასუხი, რომელია სწორი პასუხი და რომელი უნდა შემოხაზონ.  მშობლების ჩართულობა საჭიროა პირველ ეტაპზე და მერე თვითონ ისწავლიან, აუცილებელია მსგავს პროექტებში ჩართვა, ზოგადი განათლება ამას მოითხოვს, არ შეეშინდეთ სიახლის.

- პანდემიის გამო განათლების მიღების პროცესში მაინც გარკვეული წყვეტა ხდება, თქვენც ახსენეთ რამდენჯერმე, თუ რა გავლენა იქონია ამან მოსწავლეებზე. ამ ვითარებაში izrune.ge-ს მნიშვნელობა როგორია?

- უდიდესი როლი ენიჭება არაფორმალურ განათლებას, იმიტომ რომ ეს ბავშვები მოწყვეტილნი არიან თითქმის ყველაფერს. ისეთ რაღაცეებს წავაწყდი რაც ბავშვებმა არ იციან, მათთვის არ უსწავლებიათ, მშობლებიც ჩაიკეტენ, თვითონაც ჩაიკეტენ და დაძაბული სიტუაცია იყო ყველა ოჯახში. ეს არის სიახლე მათთვის, საქართველოში ხომ ბევრი ასეთი პროექტი არ არის. ეს რომ ძალიან მინიმალურ თანხასთანაა დაკავშირებული, ასევე ძალიან მნიშავნელოვანია, ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია.

- ცოტა თემიდანაც რომ გადავუხვიოთ, ახალი წლის დღეებია, მართალია მოსწავლეებს უკვე არდადეგები აქვთ, თუმცა საინტერესოა როგორი იყო საახალწლო მზადება მოსწავლეებში, რეგულაციების მიუხედავად?

- ესენი არიან პატარები და დიდი სიტყვები, ლექსები თუ მსგავსი რამეები მათთვის არ მიმიცია, ეს ჩემთვის არ არის მისაღები. თავისუფლება, თავისუფალი ჩაცმულობა, არაფორმალურ გარემოში, გაკვეთილის სახე რომ არ ჰქონდა - ასე აღვნიშნეთ, ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს, უდიდესი სიხარული იყო მათთვის და რაც მთავარია დავალება არ მიმიცია არდადეგებზე. ეს არის არდადეგები და უნდა დაისვენონ ბავშვებმა, სკოლა მაინც ერთგვარი სტრესია.
 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება