უფლისციხის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ საინტერესო ღონისძიება-კონკურსი გაიმართა
06-01-2022
დაკოპირებულია
-
+
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლის მე-2 და მე-5 კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა ღონისძიება - კონკურსი მოაწყეს, რომლის ფარგლებშიც სახალისო და შემეცნებითი ნომრები შეასრულეს.
მონდომებული მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ და საკუთარი ნიჭი თუ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა სამახსოვროდ ფოტოებიც გადაიღეს და ერთმანეთს შობა - ახალი წელი გულითადად მიულოცეს.