შინდისის საჯარო სკოლამ მოსწავლეთა მშობლების ხელნაკეთი ნივთების გამოფენას უმასპინძლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლამ მშობლების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენას უმასპინძლა.გამოფენა სკოლაში 27 დეკემბერს გაიმართა და საახალწლო თემატიკაზე შექმნილმა ნივთებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღნიშნული გამოფენისთვის სკოლა მშობლებს დიდ მადლობას უხდის:
„დიდი მადლობა მშობლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის და წარმატებები მომავალში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები: