„ეს სკოლა შენია“ - წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ საინტერესო პროექტი განხორციელდა
06-01-2022
დაკოპირებულია
-
+
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობისთვის პროექტი - „ეს სკოლა შენია“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა საკლასო ოთახები მორთეს. მოცემული აქტივობებით მოსწავლეებს შემოქმედებით, სოციალური თანამშრომლებისა და პასუხისმგებლობის უნარები განუვითარდათ.
პროექტი საკმაოდ კონკურენტული იყო, საფეხურების მიხედვით სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო სამეული გამოვლინდა.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი შობა - ახალ წელს ყველას ულოცავს.