ზღაპრული საახალწლო ღონისძიება დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში
06-01-2022
დაკოპირებულია
-
+
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში I სასწავლო სემესტრი საზეიმო ვითარებაში დასრულდა. დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით ბავშვებმა საახალწლო ზეიმი მოაწყვეს.
სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს, რომლებშიც ბავშვები დიდი ხალისით ჩაერთნენ.
ნიჭიერმა ბავშვებმა საახალწლოდ სიმღერები, ლექსები შეასრულეს და მათი სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო მეტად ამაღლდა.