სიახლეები
სიახლეები

ექიმები „ომიკრონის“ პირველ სიმპტომს ასახელებენ
10-01-2022
-
+


ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იმ ძირითად და პირველ სიმპტომს ასახელებენ, რომელიც მიანიშნებს რომ სავარუდოდ ადამიანი კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონითაა“ ინფიცირებული. ამერიკელი ექიმი, ხორხე მორენო, რომელიც კონექტიკუტის კლინიკაში მუშაობს, ამბობს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების გამო საავადმყოფოს უამრავი პაციენტი მიმართავს და მათ უმეტესობას, ყლაპვის დროს, ყელის ძლიერი ტკივილი აქვს. 

ამავე სიმპტომზე საუბრობენ ექიმები ნორვეგიაში, სამხრეთ აფრიკაში და დიდ ბრიტანეთში - ყელის ტკივილი „ომიკრონისთვის“ მკვეთრად არის დამახასიათებელი. დეკემბერში სამხრეთ აფრიკის უმსხვილესი სადაზღვევო კერძო კომპანიის, Discovery Health-ის ხელმძღვანელმა, რაიან ნოაქმა განაცხადა, რომ პაციენტები „ომიკრონის“ პირველ სიმპტომად ყელის ტკივილის ასახელებენ, რასაც, შემდგომში, ცხვირის გაჭედვა და მშრალი ხველა მოჰყვებოდა. 

აპლიკაციის Zoe COVID Symptom Study-ს მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, პაციენტების უმრავლესობისთვის ყელის ტკივილი არის „ომიკრონის“ პირველი სიმპტომი. 

მორენო აცხადებს, რომ პაციენტები, რომლებიც მას კლინიკაში მიმართავენ, ვაქცინირებულები არიან, რაც კოვიდის მსუბუქ მიმდინარეობას განაპირობებს. 

„მათთვის, ვინც ბუსტერი გაიკეთა, „ომიკრონი“ არის თითქმის გაციების მსგავსი - სინუსიტის სიმპტომებით, ყელის ტკივილით. რამდენიმე დღის შემდეგ მათ უკვე შეუძლიათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ“ - ამბობს მორენო. 

იმის მიუხედავად, რომ ყელის ტკივილი დელტასთვისაც არის დამახასიათებელი, „ომიკრონის“  შემთხვევაში ეს სიმპტომი უფრო ფართოდ არის გავრცელებული. ამასთან, როგორც ვირუსოლოგები ამბობენ, სხვა შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონის“ დროს გემოსა და სუნს, უმეტესად, არ კარგავენ. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება