სიახლეები
სიახლეები

„წლები კუპონებზე ვიმუშავე და ახლა მაგდებენ სკოლიდან“ - პრაქტიკოსები პრემიერს მიმართავენ
10-01-2022
-
+


პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კვლავ აქტუალური რჩება სკოლებში დარჩენის თემა. იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2022 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე განათლების მიმართულებით ერთი წინადადებითაც არ უსაუბრია, სხდომის მიმდინარეობისას კომენტარებში პრაქტიკოსების საკითხმა მაინც წამოიწია.

„ყურადღება მიაქციეთ პენსიას მიახლოებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთაც 35 წლის პედაგოგიური სტაჟი აქვთ და ახლა სად წავიდნენ? ერთ კრედიტზე ვერ ჩააბარეს და ეხლა 10 კრედიტზე როგორ ჩააბარებენ? ამიტომ ადგილზე გადაამზადეთ ან შეამოწმეთ როგორ გაკვეთილებს ატარებენ. იქნებ უფრო კარგი მოსწავლეები ჰყავთ, ვიდრე სერთიფიცირებულებს. გთხოვთ პატივი სცეთ სტაჟს და ამდენწლიან მოღვაწეობას“.

„ბატონო ირაკლი ბევრი რამ კარგი მსმენია თქვენზე და დიდი იმედი მაქვს, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს არ გაწირავთ და არ ისურვებთ,  რომ ვაშიმშილოთ ოჯახები, როცა სხვა რამ არ გვინდა, იმის გარდა, რომ  ჩვენი პროფესიით გვამუშავოთ და შეგვინარჩუნოთ ადგილები. მადლობა“!

„რისთვის ამირიეთ ცხოვრება, წლები კუპონებზე ვიმუშავე და ახლა მაგდებენ სკოლიდან, განათლებაში ქაოსია და მოგვხედეთ, სად წავიდე შუა ზამთარში,  ახალი წელი შხამად მიქციეს“.

„დაგვეხმარეთ პრაქტიკოსებს, ბატონო ირაკლი“!

„გილოცავთ შობა-ახალ წელს. გთხოვთ მიხედოთ და გვერდში დაუდგეთ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებმაც მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, მოსწავლეებს არაფერი აგრძნობინეს“.

„პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე დიდი სტრესი პრაქტიკოს პედაგოგებს დაატყდათ თავს“.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 5000-მდე  პრაქტიკოს  მასწავლებელს,  ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა და ასევე ვერ აკმაყოფილებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამონაკლისი პრაქტიკოსი მასწავლებლების კრიტერიუმებს, სკოლის დატოვება მოუწევს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება