სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებლებისთვის რესურსები მომზადდა“ - დგებუაძე პედაგოგებს მიმართავს
10-01-2022
-
+


განათლების რეფორმა მიმდინარეობს და  მიუხედავად იმისა, მის შესახებ პედაგოგიურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, სკოლებში სიახლეები მაინც ინერგება. განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, აღნიშნა, რომ არაერთი მზა რესურსი შესთავაზეს სკოლებს და მზად არიან თანამშრომლობისთვის:

„ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ძალიან ბევრი რესურსი მომზადდა მასწავლებლებისთვის და არა მარტო, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ რეფორმაში ჩართულ ყველა რგოლს, რომ რეფორმა წარმატებით განხორციელდეს. შესაბამისად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა შექმნილი რესურსის მოძიება შესაძლებელია სამინისტროს ოფიციალური გვერდზე, ზოგადი განათლების რეფორმის ფანჯარაში, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია: ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებასა და დანერგვის პროცესზე, რეფორმის მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგზე, შეფასებაზე, ანალიზსა და რევიზიაზე, საგნობრივ რესურსებზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ: ტელემეგზურის გადაცემათა ციკლი (30 გადაცემა), რომელსაც უძღვებიან სამინისტროსა და საგნობრივი ექსპერტები, ელექტრონული რესურსები, რომელსაც მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყენებენ. საგნობრივი და ვიდეოგზამკვლევები, ტელესკოლის პროდუქტი „სამასწავლებლო“ და ბევრი სხვა რამ. გვერდი მუდმივად განახლების რეჟიმშია. სამინისტრო გახსნილია თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. იაქტიურეთ, მოგვმართეთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, წარმატებებს გისურვებთ!“


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება