სიახლეები
რჩევები

სტრესის მართვის 6 სტრატეგია, რომელიც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს
10-01-2022
-
+


სასკოლო ცხოვრებაში პედაგოგები სხვადასხვა გარემო პირობების გამო სტრესულ სიტუაციაში ხშირად ვარდებიან, თუნდაც - მოსწავლეებთან ურთიერთობა, გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და ა.შ. უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. სამუშაო სტრესთან გამკლავება მარტივად შეგეძლებათ, თუ რამოდენიმე ხრიკი გეცოდინებათ, რის მიხედვითაც დაბრკოლებებს მარტივად შეხედავთ და გადაჭრის გზებს გამონახავთ.

etaloni.ge პედაგოგებს სტრესის მართვის ექვს სტრატეგიას გთავაზობთ, რათა თქვენი სამსახურეობრივი ცხოვრება პირად ცხოვრებასთანაც სრულ ბალანსში იყოს.

1. ისუნთქეთ სწორად

სკოლაში მუშაობამ შესაძლოა გარკვეულ სტრესულ სიტუაციაში ჩაგაგდოთ. გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა და გონების გადაღლა. ამ სიტუაციაში პირველი ნაბიჯი არის ღრმა და სწორი სუნთქვა. აღნიშნული აქტივობით მარტივად შეიძლება ფიზიკური სტრესი დაძლიოთ და საკუთარ თავზე კონტროლი კვლავ შეძლოთ; როდესაც თქვენ ძლიერ სტრესს განიცდით ღრმად ჩაისუნთქეთ (ხელები მუცელზე დაიდეთ და იგრძენით სუნთქვის დროს მისი გაფართოება), ოთხი წამის განმავლობაში, შემდეგ კი ასევე ოთხი წამის პერიოდში თანაბრად ამოისუნთქეთ. მაქსიმალური ეფექტისთვის ამერიკელი სპეციალისტები ამ პროცედურის გაგრძელებას 2-3 წუთით გირჩევენ.

2. სწორად შეაფასეთ თქვენი პრობლემის სიღრმე

თუ სტრესმა გძლიათ, პირველი ნაბიჯი პრობლემის შეფასება და თქვენი სხეულის რეაქციაზე დაკვირვებაა. დაფიქრდით, საიდან მოდის თქვენი შინაგანი დაძაბულობა. თუ ეს სამსახურის გამო გამოწვეული პრობლემაა რეალურად შეაფასეთ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ნერვიულობის მიზეზი.  პრობლემის სირღმისეული იდენტიფიცირება მის მოგვარებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, თქვენ ყველა დაბრკოლების დაძლევა ერთდროულად ვერ შეძლოთ, თუმცა რამდენიმეს მოგვარება მაინც დასაწყისისთვის თქვენს მდგომარეობას ნამდვილად შეამსუბუქებს.

3. სწორად დაგეგმეთ დრო და ჩამოაყალიბეთ მიზნები

მასწავლებლის ყოველი დღე დატვირთულია და ბევრ გონებრივ შრომას მოითხოვს, რაც ნამდვილად დამღლელია. სასწავლო ცხრილი თუ გასაკეთებელი საქმეების სია ბუნებრივ ღელვას იწვევს და აჩენს კითხვას - თუ საქმე დროულად ვერ შევასრულე რა მოხდება? ამიტომაც გასაკეთებელი საქმეები პრიორიტეტების მიხედვით დაყავით და დარწმუნდით, რომ ერთ დღეში 10 საქმიდან ათივეს შესრულება კატასტროფას არ გამოიწვევს.

4. არ მოგერიდოთ კოლეგებისგან რჩევის მიღება

ზოგიერთ თქვენს თანამშრომელს სავსებით შესაძლებელია იგივე პრობლემა ადრე შეჰქმნოდეს, ამიტომაც ნუ მოგერიდებათ მათთვის მიმართვა. იდეებისა და პრობლემების გაზიარება შესანიშნავი გზაა გუნდურობისთვის და საკითხის უმტკივნეულოდ გადასაჭრელად.

5. უპირატესობა მიანიჭეთ თქვენს ჯანმრთელობას, ოჯახს და ხარისხიან ძილს

იმის მიხედვით, თუ როგორ ატარებთ თავისუფალ დროს აჩვენებს რა არის თქვენთვის პრიორიტეტი. ყოველდღიური ვარჯიშითა და სწორი კვების ჩვევის გამომუშავებით საკუთარ თავზე იზრუნეთ. თავისუფალი დრო გაატარეთ ოჯახთან და მეგობრებთან, რათა პირად ცხოვრებაში ბალანსი შეინარჩუნოთ. და ბოლოს, იმისთვის რომ სამსახურშიც პროდუქტიულები იყოთ ძილის რეჟიმი აუცილებლად უნდა მოაგვაროთ! დაიმახსოვრეთ, რვა საათი ძილი აუცილებელია.

6. მაქსიმალურად გამოყავით დრო დასვენებისთვის

სკოლაში მშვიდობიანი გარემო, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე, მასწავლებლებისთვისაც აუცილებელია; თუ თქვენ გსიამოვნებთ შუადღისას ფინჯანი ყავის მირთმევა რუტინულ ცხოვრებაში ამისთვის 20 წუთი ყოველ მიზეზგარეშე გამონახეთ. მსგავსი მარტივი განტვირთვა თქვენ უფრო პროდუქტიულს გაგხდით და დღის განმავლობაში შემხვედრ წინაღობებს მარტივად დაგაძლევინებთ.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ დღესასწაულის ისტორიას, არსსა და მნიშვნელობასაც გაეცნენ და ცოდნა მეტად გაიღრმავეს 
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ, მათ მოიძიეს არაერთი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს შესახებ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება