სიახლეები
სიახლეები

უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც საგანში 1- 4 კრედიტი აქვთ, წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე გასვლის უფლებას ითხოვენ
14-01-2022
-
+


უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლების გამოცდა ზაფხულში ჩატარდება, კარიერული წინსვლის უფლება მხოლოდ იმ პედაგოგებს აქვთ, რომლებმაც საგანის გამოცდაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს.

მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, 50%-იანი ბარიერის გადალახვისას პედაგოგი 7 კრედიტს იღებდა, საგამოცდო ტესტის 60%-ის დაძლევის შემთხვევაში კი - 10-ს. პედაგოგებმა უფროსის სტატუსი სხვდასხვა გზით მიიღეს: ზოგმა საგნისა და უნარების გამოცდის 10 კრედიტზე ჩაბარებით, ზოგმა - კრედიტების დაგროვებით, ზოგმა - მინისტრის ბრძანებით. ფაქტი ერთია, უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს შორის ბევრია ისეთი, ვინც საკუთარი საგანი 1 ან 4 კრედიტზე ჩააბარა. მიუხედავად მიღებული სტატუსისა, მათ კარიერული წინსვლისთვის პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის უფლება არ აქვთ. პედაგოგები გამოცდაზე გასვლის უფლებას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ კრედიტები გაუქმებულია, მათ უკვე უფროსის სტატუსი აქვთ და შესაბამისად, გამოცდაზე მიღებული ქულების გათვალისწინება აღარ უნდა ხდებოდეს.

„თუკი კრედიტქულები აღარ არსებობს, რატომ ანიჭებთ მეტ უპირატესობას 10 და 7 კრედიტიანებს, რატომ არ აძლევთ უფლებას ყველა უფროს პედაგოგს, ჩააბარონ წინსვლისთვის გამოცდა? რა საჭიროა ამდენი დაპირისპირება“.

„უნარების გამოცდაზე ბევრად კარგი შედეგი მივიღე, ვიდრე - საგნისაზე. დარწმუნებული ვარ წამყვანისა და მენტორის სტატუსის მისაღებ გამოცდასაც წარმატებით ჩავაბარებ, თუმცა კარიერული წინსვლის საშუალება არ მეძლევა“.

„ყველა უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელს მოგვცენ წინსვლის საშუალება. უსამართლობა არაა? გამოცდაზე 1,4 და 7 კრედიტმიღებულმა მასწავლებლები დღეს წამყვანის სტატუსით არიან სკოლაში და ჩვენ თითქოს გამოცდა არც ჩაგვიბარებია, ხელახლა უნდა დავადასტურო საგნის კომპეტენცია თუ კარიერულ წინსვლას გადავწყვეტ“.

შეგახსენებთ, რომ 1 და 4 კრედიტმიღებულმა უფროსმა მასწავლებლებმა, რომლებსაც სტატუსის ამაღლება სურთ, საგნის გამოცდა განმეორებით უნდა ჩააბარონ, საგამოცდო ტესტის 50%-ის დაძლევის შემთხვევაში მათ პროფესიულ უნარებზე გასვლისა და კარიერული წინსვლის საშუალება მიეცემათ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
„ალბათ მიხვდებით თუ რომელ პოეტზეა საუბარი, ეს არის ჩვენი ლეჩხუმის საამაყო შვილი ლადო ასათიანი. რომლის პოეზია მანამ იქნება სანამ იარსებებს მსოფლიო“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება