სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლებს ერთი დღე რჩებათ - რა უნდა მოასწროთ ღამის 12 საათამდე, „ემისის“ ინსტრუქციით
11-01-2022
-
+


პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანისთვის ერთი დღე რჩებათ - 11 იანვარს 23:59 საათამდე, მათ საშუალება ექნებათ, ნებისმიერი, სასურველი ცვლილება ბაზაში ასახონ და დაადასტურონ, ხოლო დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ჟურნალი ავტომატურად დაიხურება.

„საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგების განსხვავებული თარიღის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 22 დეკემბრის N1402796 ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2021-2022 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები განისაზღვრა 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით. შესაბამისად 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასრულდა 2021 წლის 28 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ელექტრონულ ჟურნალში უნდა უზრუნველყონ მოსწავლეების შეფასებებისა და დასწრების ასახვა.

მას შემდეგ, რაც მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ყველა მოსწავლის ჭრილში ზუსტია, მათ უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დადასტურება N1 დანართით წარმოდგენილი ინსტრუქციის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ ჟურნალის დადასტურების ფუნქცია უკვე აქტიურია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის და დადასტურების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 იანვარი. აქვე გაცნობებთ, თუ მასწავლებელი აღნიშნულ რიცხვამდე არ უზრუნველყოფს ჟურნალში ინფორმაციის დროულ ასახვასა და მის დადასტურებას, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე“, - აღნიშნულია, „ემისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინსტრიქციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ დანართები:

იხილეთ დანართი N1
იხილეთ დანართი N2
იხილეთ დანართი N3
იხილეთ დანართი N4

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება