სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„პორტფოლიოს შექმნაზე ვიფიქრო თუ მოსწავლეებზე?!“ - მასწავლებლები კარიერულ წინსვლაზე ფიქრში მოსწავლეებს ჩამოშორდნენ
29-01-2022
-
+


მასწავლებლებმა, კარიერული და პროფესიული წინსვლის სქემის ფარგლებში, კომპეტენცია დაადასტურეს. ამჯერად კი ახალი გამოწვევა ელოდებათ. წლების განმავლობაში პედაგოგები გამოცდებზე ფიქრითა და აქტივობების დაგეგმვით არიან დაკავებულნი.

სტატუსის მოპოვებისთვის ბრძოლაში დიდი დრო დაიკარგა, თუმცა აისახა კი მასწავლებლების პროფესიული წინსვლა მოსწავლეთა შედეგებზე? ამ კითხვას თავად პედაგოგებიც კი უარყოფითად პასუხობენ. კვლევებით დასტურდება, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს წაკითხული ტექსტის გააზრება და ანალიტიკური მსჯელობა უჭირს.

წამყვანისა და მენტორის სტატუსის მსურველებისთვის გამოცდა ზაფხულში ჩატარდება. პედაგოგები, რომლებსაც კარიერული წინსვლა სურთ, აღნიშნავენ, რომ საგამოცდოდ მოსამზადებელი ლიტერატურა იმდენად დიდია, მოსწავლეებზე ფიქრის დრო აღარ დარჩებათ.

„პორტფოლიოს შექმნაზე ვიფიქრო თუ მოსწავლეებზე? შეუძლებელია, შეუთავსო ორივე ერთმანეთს. ან უხელფასო შვებულება უნდა ავიღოთ მასწავლებლებმა და მოვემზადოთ გამოცდებისთვის, ან კარიერული წინსვლის გარეშე დავრჩეთ“.

„ბავშვი აინტერესებს ვინმეს ამ ორომტრიალში?! რა ქნან საწყალმა მასწავლებლებმა, იძულებულნი არიან დაივიწყონ თავიანთი უპირველესი ვალდებულება და „აჰყვნენ ფეხის ხმას“, „ჩაგვიტეხეს ხიდი“ - ბავშვები იქით მხარეს დარჩნენ, ჩვენ - აქეთ“.

„ბავშვებს როდისღა მივხედოთ? რატომ დაეცა მოსწავლეთა ცოდნის დონე? იმიტომ, რომ პედაგოგი ვეღარ იცლის მოსწავლისთვის, მათი საჭიროებიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ პედაგოგი ატარებს ვიღაცისთვის მოსაჩვენებელ გაკვეთილებს და არა მოსწავლეთათვის განკუთვნილს. იმიტომ, რომ პედაგოგები მასწავლებლები კი აღარ არიან, არამედ „ვითომ-ვითომ“ მკვლევრები, რომელთაც ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სჭირდებათ უფროსი, წამყვანი ან მენტორის წოდება და არა იმიტომ, რომ სწავლების ხარისხი გააუმჯობესონ“.

„რეფორმას უნდა მოჰქონდეს შედეგად განვითარება, წინსვლა, არც ერთი სფერო არ დაუზარალებია რეფორმას ისე, როგორც განათლება. თან არ დაადგა საშველი, რამდენი მინისტრიც მოვიდა ყველა იწყებს რეფორმას, რა უბედურებაა, ნეტა როდის უნდა დამთავრდეს ეს უთავბოლობა და უნდა დაუბრუნდეს მასწავლებელი ბავშვებს? პედაგოგების გამოცდა, მოსწავლეთა განათლების დონის ამაღლებას კი არა, მათთან ჩამოშორებას გამოიწვევს პედაგოგის მოუცლელობის გამო. ამაზე თუ იფიქრეს?“

„ამდენი მასალა რომ მასწავლებელმა დაამუშაოს, ოჯახიც უნდა დაივიწყოს, მოსწავლეები - თავისთავად!“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კი მასწავლებლებს, რომლებიც საგამოცდო პროგრამას აპროტესტებენ, განუცხადა, რომ სტატუსის ამაღლება სავალდებულო არაა. შესაბამისად, პედაგოგებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ - თუ სურთ კარიერული წინსვლა, მოემზადონ გამოცდისთვის.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება