სიახლეები
სიახლეები

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამოცდა 10 თებერვალს ჩატარდება - ნაეკი
11-01-2022
-
+


იმ უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც სწავლის გაგრძელება საქართველოში სურთ, გამოცდა 10 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სტუდენტები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდა კი 12:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.

მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირბადე, სურვილის შემთხვევაში - წყალი პლასტმასის ბოთლით. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით. 

გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. მისი წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. 

შეგახსენებთ, რომ ამ გამოცდისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია 15 იანვრის 18:00 საათამდე


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს
ბავშვებმა, ჩაერთნენ ხელოვნების პედაგოგთან, ელისო კიკვაძესთან ერთად სკოლის ეზო მოხატეს და ასევე, ნაძვი დარგეს
ლიტერატურული კლუბის და საგანმანათლებლო ორგანიზაციის - „მწიგნობარის“, ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა
ნერგები სკოლას საჩუქარად, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამონაწილეობით გადაეცა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება