სიახლეები
სკოლები

„ჩვენს სკოლაში საიდუმლო სანტა ძალიან შორი გზიდან მოვიდა“- კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ემიგრანტმა საახალწლო საჩუქრები გამოუგზავნა
11-01-2022
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადეცათ. 

მათ საჩუქრები ემიგრაციაში მყოფმა ადამიანმა გამოუგზავნა, რომელმაც თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

მოსწავლეები სიურპრიზმა ძალიან გაახარა და საახალწლო განწყობა შეუქმნა. 

სკოლა მადლობას უხდის „საიდუმლო სანტას“ და ყველას ბედნიერ 2022 წელს უსურვებს.

„ჩვენს სკოლაში წელს უჩვეულოდ „საიდუმლო სანტა“ ძალიან შორი გზიდან მოვიდა და თითოეულ ჩვენთაგანს ის სითბო და სიყვარული უწილადა, რაც მას სამშობლოდან მოშორებით მცხოვრებს აკლია. 
მადლობა ჩვენს „სანტას“, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება და ზრუნავს სხვების სიხარულზე. გისურვებთ სამშობლოში მალე დაბრუნებას და ბედნიერ და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე ცხოვრებას. ბედნიერების, სიხარულის, ჯანმრთელობისა და წარმატებების მომტანი იყოს თქვენთვის ეს ახალი წელი. 
ის მართლაც საიდუმლოა და ქველმოქმედია, მისი არც სახელი ვიცით და არც ქვეყანა სადაც ამჟამად ცხოვრობს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება