საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
"პარლამენტის ორივე ქალაქში დატოვება ხარჯებს გააორმაგებს!"
15.11.2013
„ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხზე, კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებაც მომდარიყო. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები ქვეყნაში ორპარლამენტიანობას გამოიწვევს.

„პარლამენტის საკითხზე შეიძლებოდა საზოგადოების გამოკითხვის ფორმისთვის მიგვემართა. ხალხისთვისაც გვეკითხა, ისინი რას ფიქრობენ. ფიქრობენ, რომ ამ პარლამენტარებმა დისკომფორტი უნდა შეუქმნან საკუთარ თავს და იარონ ქუთაისში, თუ მართლაც დავზოგოთ ხარჯები და დავტოვოთ თბილისში. ახლა რასაც ტექნიკური თვალსაზრისით გვთავაზობენ არის ის, რომ უნდა დარჩეს ის პარლამენტიც, რაკი კონსტიტუციაში ასეა დაფიქსირებული. უნდა გაკეთდეს და გარემონტდეს ძველი პარლამენტის შენობა თბილისში. ძირითადად, სამუშაო რეჟიმი წარიმართოს თბილისში და ალბათ, პერიოდულად სესიების გახსნა, რაღაც თარიღებზე შეკრება უნდა მოხდეს ქუთაისში. ასე ხარჯი არათუ შემცირდება, არამედ, გაორმაგდება, რადგან პარლამენტის ორი შენობა იქნება შესანახი. ასე რომ, საერთოდ აბსურდული სიტუაცია მივიღეთ, ფინანსურად, ბიუჯეტურად, საზოგადოებრივად და პოლიტიკურადაც", - განაცხადა ჩიხრაძემ.



კომენტარები


სხვა სიახლეები
20.07.2017
ანა დოლიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმარეთველობის კოდექსსა” და ”საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ქვეყნისთვის ნაგატიური შედეგები მოაქვს
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილის განცხადება 17:30 საათზე ჩანიშნული. 
20.07.2017
 სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს
საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
პარ, 21 ივლისი 2017
06:31