სიახლეების კალენდარი
 დეკემბერი 2014
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ჯანსაღი ცხოვრება
ჯანჯაფილის (იმბირის) ჩაის დიეტა- გახდომის საუკეთესო საშუალება
ჯანჯაფილის (იმბირის) ჩაის დიეტა- გახდომის საუკეთესო საშუალება
ჯანჯაფილი უძველესი დროიდანაა ცნობილი. მისი არომატი უხდება ნამცხვრებს, ხორცეულს, ლიმონათებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლიზმს. კიდევ ერთი სასარგებლო თვისება, რითაც ჯანჯაფილი, იგივე კოჭა გამოირჩევა, არის შიმშილის გრძნობის დათრგუნვა, რითც გახდომას უწყობს ხელს. თუ ყოველი სადილის წინ, ცოტა ხნით ადრე ჯანჯაფილის ჩაის მიირთმევთ, ნამდვილად შეამცირებთ მოხმარებული საკვების რაოდენობას. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჯანჯაფილის ჩაი სასწაულებს არ ახდენს და ერთბაშად არ გააქრობს ზედმეტ კილოგრამებს. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია კვების კონტროლი და მავნე პროდუქტებზე უარის თქმა, როგორიცაა გაზიანი სასმელები, ფასტ-ფუდი, მაიონეზი და ა.შ.

რეცეპტი 1: ვიღებთ გასუფთავებულ ჯანჯაფილს, ვჭრით თხელ ნაჭრებად, ვასხამთ წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და მიგვყავს დუღილამდე. 15 წუთის დუღილის შემდეგ ჩაის ოთახის ტემპერატურამდე ვაცივებთ, ვუმატებთ მცირე რაოდენობით თაფლს და ლიმონის რამდენიმე წვეთს. ვსვამთ დღეში 5-6 ჯერ.

რეცეპტი 2: თერმოსში ვასხამთ მდეღარე წყალს. ერთ ლიტრ წყალში ვყრით 50 გრამ ჯანჯაფილს და ერთ კბილ ნიორს. ვაჩერებთ ასეთ მდგომარეობაში 15 წუთი და ჩაი მზად არის. ვსვამთ დღეში 5-6 ჯერ.

რეცეპტი 3: ვიღებთ გასუფთავებულ ჯანჯაფილს, ვჭრით თხელ ნაჭრებად, ვათავსებთ ქვაბში, ვასხამთ წყალს და ვადუღებთ 15 წუთი. ამის შემდეგ ქვაბში ვყრით ასკილს. მიღებული ჩაი არამხოლოდ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში, არამედ გინეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.
Google
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი (0)
დატოვეთ თქვენი კომენტარი.
სხვა სიახლეები