"ამაღელვებელია ამ ისტორიის, მათი გმირობის გახსენება"

რეფორმა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის კოორდინაციით ხორციელდება

 

სიახლეების კალენდარი
 თებერვალი 2017
მსოფლიო
ობამა ამერიკელ ხალხს დაემშვიდობა - პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა
ობამა ამერიკელ ხალხს დაემშვიდობა - პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა
ბარაკ ობამამ გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში თავის მეუღლეს, აშშ-ის პირველ ლედის მიშელ ობამას ემოციური სიტყვით მიმართა და ცრემლები ვერ შეიკავა.

 

 

"შენ არა მხოლოდ ჩემი მეუღლე, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც ხარ. შენს თავზე ის როლი აიღე, რომელიც არ გითხოვია. შენ თეთრი სახლი იმ ადგილად აქციე, რომელიც ყველას ეკუთვნის. მე ვამაყობ შენით. ქვეყანა ამაყობს შენით", – ასე მიმართა ობამამ მიმართა თავის მეუღლეს.

 

ობამამ ჩიკაგოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა „ათიათასობით ტერორისტი“ გაანადგურეს, ასევე მომავალში განადგურდება ის სახელმწიფო, რომელიც საფრთხეს შეუქმნის აშშ-ს.

 

„ჩვენ ათიათასობით ტერორისტი გავანადგურეთ, მათ შორის უსამა ბინ ლადენი. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც თავში ჩვენ ვუდგავართ, მათი ლიდერებიც გაანადგურა, - „ისლამური სახელმწიფო“ განადგურდება და ვინც საფრთხეს უქმნის აშშ-ს, თავს უსაფრთხოდ ვერასოდეს იგრძნობს“, - განაცხადა ობამამ.

 

მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ინაუგურაციისთვის სამზადისი კოლუმბიის ოლქში უკვე დაწყებულია.

 

 

 

Google
ბეჭდვაელფოსტა


loading...
კომენტარი (0)
დატოვეთ თქვენი კომენტარი.

ანჯელინა ჯოლი შვილებს ტარაკნებს და ტარანტულებს აჭმევს

"ეს მადონაა, ჩვენ არ ვიცოდით რის თქმას აპირებდა"

ოქროს გლობუსის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა გუშინ გაიმართა

პირველი იანვრის დადგომიდან ერთ წუთში დაიბადა