"ამაღელვებელია ამ ისტორიის, მათი გმირობის გახსენება"

რეფორმა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის კოორდინაციით ხორციელდება

 

სიახლეების კალენდარი
 თებერვალი 2017
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი - "ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა"
გიორგი კვირიკაშვილი - "ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2016 წელს საქართველოს 6 მილიონ 350 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ წელს, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ საქართველო ყველაზე მიმზიდველ ახალ ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.

 

"2016 წელს საქართველოს 6 მილიონ 350 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და მიღებულია 2 მილიარდზე მეტი შემოსავალი, რაც ძალიან კარგი შედეგია.

 

ეს არის იმ საერთო ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ასევე, საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოზიციონირების კუთხით. ვფიქრობთ, ინვესტიციები, რომლებსაც ვახორციელებთ ოთხსეზონიანი კურორტების შექმნის, ასევე ტურისტული მიმართულებებისკენ ახალი გზების მშენებლობის კუთხით და ზამთრის კურორტებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების განხორციელების მიმართულებით, კიდევ უფრო გასაფართოებელია, რადგან მას მოაქვს კონკრეტული შედეგები, ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დამატებითი შემოსავლის სახით. ეს მიმართულება გაგრძელდება და გაძლიერდება.

 

ასევე მისასალმებელია, რომ წელს, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ საქართველო, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ, ხოლო ზოგიერთმა გამოცემამ - მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ახალ ტურისტულ მიმართულებად დაასახელა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

Google
ბეჭდვაელფოსტა


loading...
კომენტარი (0)
დატოვეთ თქვენი კომენტარი.

ანჯელინა ჯოლი შვილებს ტარაკნებს და ტარანტულებს აჭმევს

"ეს მადონაა, ჩვენ არ ვიცოდით რის თქმას აპირებდა"

ოქროს გლობუსის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა გუშინ გაიმართა

პირველი იანვრის დადგომიდან ერთ წუთში დაიბადა