სიახლეების კალენდარი
 იანვარი 2017
პოლიტიკა
რომან გოცირიძე კვირიკაშვილს - ეჭვი არ მეპარება, რომ კლუბი ნაკურთხი იქნებოდა
რომან გოცირიძე კვირიკაშვილს - ეჭვი არ მეპარება, რომ კლუბი ნაკურთხი იქნებოდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე ზოგიერთ კლუბში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

"კლუბში ქართველ ვაჟკაცს შეუშვებენ თუ უცხოელს, ეს არის კლუბის მეპატრონის ნება. არ უშვებენ იმიტომ, რომ დალეწეს იქაურობა, როცა ”ქართველი დაიკოები” უცხოელების გვერდით ნახეს, თუმცა არც თვითონ იტყოდნენ უარს მათთან ურთიერთობაზე( მუქთად, რა თქმა უნდა).

 

პრემიერის მხრიდან საუბარი, რომ ჩვენ დასაკარგი შვილები არა გვყავს, ეს იყო პირდაპირი მინიშნება პროსტიტუციაზე, რაც ულახავს ამ კლუბებს რეპუტაციას, რომლებიც სინამდვილეში დასასვენებელი დაწესებულებებია და სადაც უამრავი ტურისტი ჩამოდის გასართობად.

 

თუ გვინდა, რომ ქვეყანაში არ იყოს პროსტიტუცია, საჭიროა ეკონომკიკის განვითარება და სიმდიდრის ზრდა. თუ

არგუმენტად იმას მოიშველიებთ, რომ ეს მდიდარ ქვეყნებშიც ხდება, მაშინ ეს ყოფილა ადამიანის ბუნება და კეთილი ინებეთ და მოაწესრიგეთ ეს სფერო ისე, როგორც უცხოეთშია.

 

მოწოდება პოლიციისადმი, რომ მიხედონ ამ საკითხს, არის პირდაპირი დავალება მათი საქმიანობის შესასზღუდად, რაც ყოვლად დაუშვებელია.

 

არ შეიძლება მთავრობის მართვა იმის მიხედვით,თუ რას გეტყვის პირადი მოძღვარი.

 

p.s. ეჭვი არ მეპარება, რომ კლუბი ნაკურთხი იქნებოდა:)-ნათქვამია რომან გოცირიძის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ,როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც არსებობს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დაავალა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მის მრჩეველს, სოფო ჯაფარიძეს, „ვინაიდან, შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს", - წერს გოცირიძე.

 

Google
ბეჭდვაელფოსტა


loading...
კომენტარი (0)
დატოვეთ თქვენი კომენტარი.
სხვა სიახლეები
24.01.2017

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ქორწინების შესახებ ოფიციალური განცხადება ვრცელდება

"ეს მადონაა, ჩვენ არ ვიცოდით რის თქმას აპირებდა"

ოქროს გლობუსის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა გუშინ გაიმართა

პირველი იანვრის დადგომიდან ერთ წუთში დაიბადა